Monday, July 6, 2015

დღე 9

დღეს იყო ტრენინგის ბოლო დღე. გავაკეთეთ პრეზენტაცია ჩვენი პროექტების. ამ 9 დღემ ნაყოფიერად ჩაიარა, შევისწავლეთ საინტერესო საკითხები, მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ პრაქტიკაში. დიდი მადლობა დიმიტრი პოპოვს გულისხმიერებისათვის და საინტერესო ტრენინგისათვის.

ჩემი პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს საქაღალდე

Wednesday, July 1, 2015

დღე 8

ვისწვლეთ რა ტიპის დავალებები მივცეთ ნიჭიერ მოსწავლეებს, ასევე როგორ ვიმუშაოთ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან. მოვახდინეთ პრიორიტეტების განსაზღვრა საჭიროების მიხედვით.განვსაზღვრეთ ფასილიტატორის როლი და დანიშნულება.

Tuesday, June 30, 2015

დღე 7

1.შევისწავლეთ რა განსხვავებაა ინდიკატორებს და კრიტერიუმებს შორის. 2.მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ადაპტირება. 3.ვიმუშავეთ ტექსტის შექმნასა და მოსწავლესთან დაკავშირებაზე.

Monday, June 29, 2015

დღე 6

ვისწავლეთ მოსწავლის პრეზენტაციის ჩეკლისტის შექმნა.განვიხილეთ პოსტერის მაგალითები. მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ პრაქტიკაში, რაც დამეხმარება უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გავხადო სასწავლო პროცესი.

Friday, June 26, 2015

დღე 5

ვიმუშავეთ წყვილებში, ერთმანეთს მივწერეთ კომენტარები და რჩევები.ვისწავლეთ ლიტერატურის დამოწმება apa ფორმატით, ასევე სასურველი ინფორმაციის მოძიება. ამ ყველაფერს გამოვიყენებ პროექტის დაგეგმვის დროს.

Monday, June 22, 2015

დღე 3

მოდული 2:ჩემი პროექტის დაგეგმვა
სტანდარტების გათვალისწინება
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება
განახლებული ბლუმის ტაქსონომია

Sunday, June 21, 2015

დღე 2

პროექტის დასრულების შემდეგ ბავშვები შეძენილ ცოდნას და უნარ-ჩვევებს გამოიყენებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში და ეცოდინებათ როგორ აარიდონ თავი ბაქტერიებს. დღეს ვიმუშავეთ ბლოგის და პუბლიკაციების შექმნაზე.

რეფლექსია ბაქტერიები

ბაქტერიები სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. სასურველია, მოსწავლეებმა იცოდნენ როგორ დაიცვან თავი არასასურველი სტუმრებისაგან.